როგორ მკურნალობენ ბუასილის მეორე სტადიას ორსულებში?
ამ ჯგუფში არიან ის ორსულები, რომელთაც უკვე აქვთ ბუასილის ესა თუ ის სიმპტომები (ქავილი და ტკივილი შორისის მიდამოში, სისხლდენა ანალური ხვრელიდან და სხვ.). ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობა იწყება უკვე ნახსენები პროფილაქტიკის მეთოდებით, რაც გვეხმარება შევაჩეროთ დაავადების განვითარება. მკურნალობის მეორე ეტაპი ითვალისწინებს სამკურნალო პრეპარატების დანიშვნას. ბუასილის დროს შეიძლება მივმართოთ მკურნალობის ორ ტიპს: ადგილობრივი და სისტემური მკურნალობა. ორსულებში უფრო მისაღებია ადგილობრივი მკურნალობა. პრეპარატების ლოკალური გამოყენება მკურნალობას ეფექტურობას მატებს და ამცირებს ნაყოფზე ნეგატიურ გავლენას. დღესდღეობით, არსებობს უამრავი პრეპარატი, ბუასილის ადგილობრივი მკურნალობისთვის. პრეპარატი და მკურნალობის ტაქტიკა მკურნალი ექიმის მიერ ინიშნება. ჩვეულებრივ ანტიჰემოროიდული პრეპარატები გამოდის მალამოებისა და სანთლების სახით. ამ პრეპარატების შემადგელობაში შედის შემდეგი კომპონენტები:სისხლძარღვების შემავიწროვებელი კომპონენტი, ადგილობრივი საანესთეზიო კომპონენტი. დაწვრილებით
იხილეთ >>>
Комментариев нет:
Отправить комментарий