რა ნიშნები აქვს მწვავე ბუასილს ?
ჩივილი მწვავე ბუასილის დროს სხვადასხვაგვარად აღიწერება: ,,კოპი“, ,,გამკვრივება“, ,,შესიება“, ,,კვანძების გამოვარდნა“. ტკივილი შეიძლება იყოს უმნიშვნელო დისკომფორტის დონეზე, თუმცა უფრო ხშირად ის ძალიან ძლიერი და მკვეთრად გამოხატულია, ზოგჯერ-მოუთმენელიც (პერიანალური მიდამო საკმაოდ მგრძნობიარეა ტკივილისადმი). გამკვრივებაზომით შეიძლება ხორბლის მარცვლის ზომის იყოს, ასევე ცირკულარული თრომბის ზომის, რომელიც იწვევს დაბუჟებასა და ქსოვილების ნეკროზს. ძირითადად ,,კოპები“ ჩნდება გარედან ანალური მიდამოს ირგვლივ; ასევე შეიძლება იყოს ანალური ხვრელის სიღრმეში. დროთა განმავლობაში,
მკურნალობის გარეშეც, თრომბი გაიწოვება 1-3 კვირაში, ტკივილი თანდათან ქრება. მტკივნეული ,,კოპის“ ნაცვლად ჩვეულებრივ რჩება რბილი, უმტკივნეულო ე.წ. ,,კუდი“ - ანუ გარეგანი ჰემოროიდული კვანძი ან ანალური ,,ფოჩი“. მწვავე ბუასილის დროს ზოგჯერ აქტიური მკურნალობის ფონზეც კი თრომბის გაწოვა რამდენიმე თვე გრძელდება. აქ ნაჩვენებია უფრო რადიკალური თერაპია.
დაწვრილებით იხილეთ >>>
დაწვრილებით იხილეთ >>>
Комментариев нет:
Отправить комментарий