ქართული ფარმაცია
ქართული ფარმაციის ისტორია, პირობითად, სამ ეტაპად შეიძლება დავყოთ:- ძველი პერიოდი- ახალი (საბჭოთა) პერიოდი- უახლესი პერიოდიქართული ფარმაციის ისტორიის ძველი პერიოდი, როგორც მედიცინის ისტორიის ნაწილი, საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. ამ საკითხებს ისტორიკოსებთან ერთად იკვლევდენენ ცნობილი მედიკოსი-მეცნიერები ლადო კოტეტიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ შენგელია.შეიძლება ითქვას ქართული მედიცინის განვითარება ძველი ისტორიის გაკვეულ პერიოდებში გავლენას ახდენდა საერთოდ მედიცინის განვითარებაზე, სხვა პერიოდებში კი არ ჩამოუვარდებოდა მეზობელი ქვეყნების მედიცინის დონეს.ქართული ფარმაციის (საერთოდ ქართული მედიცინის) დამახასიათებელ ნიშანთაგან ჩვენ გამოვყოფდით:- იგი ყოველთვის იყო სახელმწიფო ზრუნვის საგანი- მკვეთრად გამოხატული სოციალური ხასიათიფარმაცია სწრაფად განვითარდა მეოცე საუკუნეში, რაც ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა პერიოდს დაემთხვა. ამ პერიოდში საქართველოში ფუნქციონირებდა კვლევითი ინსტიტუტები, მუშაობდა რამდენიმე ქარხანა .ითვლებოდა, რომ საბჭოთა სივრცეში, ფარმაცია საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული.საბჭოთა პერიოდის ფარმაცია, არ იყო ქართული ფარმაცევტული (სამედიცინო) ტრადიციებზე აღმოცენებული. ვფიქრობთ, სწორია მსჯელობა, რომ საბჭოთა პერიოდის დადგომით გაწყდა ისტორიული განვითარების ჯაჭვი.
Комментариев нет:
Отправить комментарий