მენინგოკოკური ინფექცია meningococcosis
მენინგოკოკური ინფექცია – მენინგოკოკებით გამოწვეული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს მწვავე ნაზოფარინგიტის, ჩირქოვანი მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის სახით. მიეკუთვნება ჰაერ-წვეთოვან ანთროპონოზებს. ფართოდაა გავრცელებული მენინგოკოკების ჯანმრთელი მტარებლობა.
მენინგოკოკური ინფექციის ეპიდემიოლოგია. დაავადების წყარო – ავადმყოფი მენონგოკოკური ინფექციის კლინიკურად გამოხატული გამოვლინებებით (ნაზოფარინგიტი, მენინგიტი), აგრეთვე მენინიგოკოკების მტარებლები. ინფექციის გადაცვემა ხდება ჰაერ – წვეთოვანი გზით. დაავადების რიცხვის ზრდა აღინიშნება წელიწადის ცივ და ნესტიან დროს. ვლინდება როგორც ერთეული (სპორადული) შემთხვევები, ასევე ეპიდემიური აფეთქებები; ეს უკანასკნელი ხშირად ვითარდება საბავშვო კოლექტივებში და საერთო საცხოვრებლებში. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий