ქრონიკული პროსტატიტი – პირველი ნაბიჯი პროსტატის ადენომას და კიბოსაკენ
პროსტატიტი და პროსტატის ადენომა ყველასათვის ნაცნობი დაავადებებია, რაც არის განპირობებული მათი საყოველთაო გავრცელებით მამაკაცებში. ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში მოგვმართავენ მამაკაცები ვისაც უკვე ჩამოყალიბებული პროსტატის ადენომა ან პროსტატის კიბო აქვთ. პროსტატის ადენომას ახასიათებს გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ნაკადის შემცირება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, შარდის ბუშტის კენჭების გაჩენა და სხვა. სამწუხაროდ წინამდებარე ჯირკვლის კიბო.არ გააჩნია ადრეული სტადიისათვის დამახასიათებელი ნიშნები და უხშირესად მამაკაცები მოგვმართავენ პროსტატის ადენომისათვის მსგავსი ჩივილებით. აქედან გამომდინარე, 50 წელს გადაცილებული მამაკაცები ხშირად დგანან ფაქტის წინაშე რომ მათ უკვე აქვთ პროსტატის ადენომა ან კიბო. ყოველთვის შესჩივიან რომ გვიან მივმართეთო ექიმსო, და ყოველთვის ისმის კითხვა რატომ ვითარდება ეს დაავადებებიო. დღეისათვის არსებობს რამოდენიმე თეორია რომ აიხსნას ამ დაავადებების განვითარების მიზეზები. ყველაზე თანამედროვე და დამტკიცებული მრავალჯერადი კვლევებით არის პროსტატიტის დროს მიმდინარე ცვლილებები წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატაში, რაც დროთა განმავლობაში განაპირობებს ადენომის ან კიბოს განვითარებას. ამგვარი გარდაქმნა შეუძლებელია მოკლე პერიოდში, ხოლო რამოდენიმე ან ათეული წელი საბოლოოდ სავსებით საკმარისია რომ ეს მოხდეს. >>>>>>
Комментариев нет:
Отправить комментарий