რატომ ვითარდება
ბუასილი ორსულებში?
ბუასილის განვითარების მიზეზები ორსულებში
ბუასილის განვითარების ძირითადი გამომწვევი ფაქტორია – ქრონიკული შეკრულობა (ყაბზობა). ქრონიკული ყაბზობის დროს, სწორი ნაწლავის კედლები დეფეკაციისას ძლიერ იჭიმება, რაც ჰემოროიდული კვანძების განვითარების ძირითადი ფაქტორია. ორსულებში ყაბზობა უფრო ხშირია, ძირითადად ამის მიზეზია ორსულობისას კუჭ-ნაწლავის ტონუსის დაქვეითება, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რეჟიმი.
ჰიპოდინამია (ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი) ხელს უწყობს სისხლის შეგუბებას სწორი ნაწლავის ვენურ წნულებში, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ვენებისთრომბოზსა და ჰემოროიდული კვანძების წარმოქმნას. ორსულებს ცხოვრების ნაკლეად მოძრავი რეჟიმი აქვთ, ამიტომ მათში ბუასილის განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე სხვა ადამიანებში. ორსულებისთვის დამახასიათებელია სისხლის მიმოქცევის დარღვევა სხეულის ქვედა ნაწილში. ორსულობის დროს, საშვილოსნოაწვება ქვემო ღრუ ვენას, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას ქვედა კიდურებისა და სწორი ნაწლავის ვენებში. მშობიარობის დროს, მუცლის შიდა წნევა ძალიან მატულობს, რაც შესაძლებელია გახდეს მშობიარობის შემდგომი ბუასილის მიზეზი.
დაწვრილებით იხილეთ >>>
დაწვრილებით იხილეთ >>>
Комментариев нет:
Отправить комментарий