დამიდგინეს მეორე
ხარისხის ბუასილი . რას ნიშნავს ეს?
ორსულებში ბუასილი ვითარდება ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორების ზეგავლენით. ორსულობის მსვლელობასთან ერთად, ბუასილის განვითარების რისკიც მატულობს. გასაკუთრებით ხშირად ბუასილი ვითარდება ორსულობის მე-3 სემესტრში ან მშობიარობის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ბუასილის განვითარება არ გამოირიცხება არც ორსულობის პირველ, ან მეორე სემესტრში. ბუასილის განვითარება მიმდინარეობს შემდეგნაირად: ზემოაღნიშნული ფაქტორების ზემოქმედებით, ფართოვდება სწორი ნაწლავის კავერნოზული წნულისსისხლძარღვები. ვენების გაფართოება უფრო მწვავეა, რაც უფრო მეტია ორსულობის მიმდინარეობის პერიოდი. გაფართოებისას, ვენის კედლები კარგავენ ელასტიკურობას დროთა განმავლობაში.
ეს იწვევს ვენების ამობურცვას ლორწოვანი გარსის ქვეშ. ბუასილის პირველი სტადიის შესახებ საუბრობენ მაშინ, როცა ჰემოროიდული კვანძები გამოიბურცებიან სწორ ნაწლავში და არ გამოდიან ანალური ხვრელიდან. დაავადების განვითარებასთან ერთად ჰემოროიდული კვანძები იზრდებიან და გამოდიან ანალური ხვრელიდან, მაგრამ შესწორდებიან, სხეულის მდებარეობის შეცვლისას. ორსულებში ბუასილის მესამე სტადიისას კი, ჰემოროიდული კვანძები გამოდიან ანალური ხვრელიდან და არ შესწორდებიან სხეულის მდებარეობის შეცვლისას. დაწვრილებით
იხილეთ >>>
Комментариев нет:
Отправить комментарий