როგორ დგინდება
ბუასილის დიაგნოზი ორსულებში ?
ბუასილის დიაგნოსტიკა ორსულებში
ბუასილის დიაგნოსტიკა ორსულებში, პირველ რიგში გულისხმობს ბუასილის სიმპტომებისა და მისი განვითარების შესახებ მონაცემების შეკრებას. ორსულობისას, სწორი ნაწლავის ტკივილის, ქავილის, დისკომფორტისა და მცირეოდენი სისხლდენის არსებობა, ექიმს აძლევს უფლებას, რომ იეჭვოს ბუასილის განვითარება. როგორც ვთქვით, ბუასილი ორსულებში ვითარდება ძირითადად ორსულობის მე-3 სემესტრში ან მშობიარობის შემდეგ (მშობიარობის შემდგომი ბუასილი). ჰემოროიდული კვანძების გაჩენა, რომლებიც ანალური ხვრელიდან გამოდიან, ბუასილის ზუსტი დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საჭიროა დამატებითი გამოკვლევა, რაც ეს ბუასილის სტადიისა და სხვა დაავადებისგან მისი გარჩევის საშუალებას იძლევა. ასევე ექიმს შეუძლია პალპაციით გამოიკვლიოს შინაგანი ჰემოროიდული კვანძები, დაადგინოს მათი მდებარეობა, ზომა და რაოდენობა, ასევეანალური ნაპრალების არსებობაც (ეს დაავადება ხშირად თან ახლავს ბუასილს, აქვს მსგავსი სიმპტომები, მაგრამ მისი მკურნალობა განსხვავებულია). ორსულებში ბუასილის ზუსტი დიაგნოზი მნიშვნელოვანია მისი სწორი მკურნალობისთვის, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ შემდეგ თავში და ის დაავადების ფორმასთან (სტადიებთან) მკაცრ დამოკიდებულებაშია. დაწვრილებით
იხილეთ >>>
Комментариев нет:
Отправить комментарий