რა სიმპტომები აქვს ბუასილს ორსულებში ?
ბუასილის სიმპტომები დამოკიდებულია ბუასილის ხარისხზე. ზემოაღწერილი სტადიები შეიძლება ავღნიშნოთ შინაგან (Iსტადია) და გარეგან (II და III სტადიები) ბუასილად. შინაგანი ბუასილის დროს, სიმპტომები უმნიშვნელოდაა გამოხატული და არ არის ძირითადი სიმპტომი -ჰემოროიდული კვანძების ანალური ხვრელიდან გამოსვლა. ამ სტადიაზე ორსულებში შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები: ტკივილიდეფეკაციის დროს, მცირე სისხლდენები ან სისხლის კვალი განავალზე, ქავილი და დისკომფორტი ანალური ხვრელის მიდამოში. გარეგანი ბუასილის სიმპტომებია: მუქი-მოწითალო ფერის ჰემოროიდული კვანძების გამოსვლა ანალური ხვრელიდან. შესაძლოა გამოვიდეს როგორც ერთი კვანძი, ასევე რამდენიმე. ეს სიმპტომი განასხვავებს ამ დაავადებას სხვა დაავადებებისგან, რომელთა პირველადი სიმპტომები მსგავსია (მაგ. ანალური ნაპრლები). ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნის გამო, სიარული და ჯდომა მტკივნეულია, დეფეკაციისას ასევე ძლიერი ტკივილებია. განსაკუთრებით მწვავე სიმპტომები აღინიშნება ჰემოროიდული კვანძების მიჭყლეტვის დროს: ძლიერი ტკივილი ანალური ხვრელის მიდამოში, ტემპერატურის მომატება. ამ შემთხვევაში საჭიროა ქირურგთან ვიზიტი. დაწვრილებით
იხილეთ >>>
Комментариев нет:
Отправить комментарий